Monday, December 24, 2018

წიგნი



წყარო


მეათე სტუდიის გამოშვებებში დროდადრო საქართველოში გამოცემული ახალი წიგნების შესახებ გიამბობთ. დღეს ოთხ ასეთ წიგნს გავეცნობით, ოთხივეს ავტორი ქალია.

ბოლოს როდის წაიკითხეთ რამე საინტერესო? და წიგნების მაღაზიაში ახალ გამოცემებს როდის გადახედეთ? ახლა არ თქვათ, რომ ინტერნეტსივრცეში ყველაფრის პოვნა შეიძლება. რა სჯობია წიგნის მაღაზიების თაროების ჩამოვლას, ახალი წიგნების ქაღალდისა და საღებავის რაღაცნაირ სუნს. ჯერ ყდას შეაფასებ, მერე სარჩევს ჩახედავ - აბა, როგორ მთავრდება... აბა, რით იწყება... დღეს რამდენიმე ახალ წიგნზე გიამბობთ, რომელიც წელს გამოვიდა და გამოდის. ნახეთ, იქნებ რომელიმე თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.

ნეტავ რა ვძოვეთ, 
რა იონჯა, 
შვრია, 
რა ქერი, 
ან რა უცნაურ საიდუმლოს 
ფაფრით დავები, 
რომ ნაწვიმარზე მომრავლებულ
სოკოებივით
ცხენის ტანებზე ამოდიან 
კაცის თავები.

ეს ნაწყვეტია დიანა ანფიმიადის ლექსიდან „კენტავრის შესახებ“, რომელიც სხვა 55 ლექსთან ერთად შევიდა მის ახალ კრებულში, სახელწოდებით „კონსპექტური მითოლოგია“. 

No comments:

Post a Comment

რუკა