aziz musaevi
Wednesday, January 9, 2019
Tuesday, December 25, 2018
სამართლებრივი ინფორმაცია
წყარო
მგზავრების კონფიდენციალური მონაცემების დამუშავება
წინამდებარე პოლიტიკით რეგლამენტირდება სერვისი «მაქსიმის» (შემდეგში - «სერვისი») მიერ ფიზიკურ პირთა პერსონალური და სხვა კონფიდენციალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების წესი ინტერნეტის ქსელის მეშვეობით ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენების გზით. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები: 1.1. პერსონალური მონაცემები — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება იდენტიფიცირებულ ან...
Monday, December 24, 2018
ჟურნალის სტატია
18.05.2018
მოდიან, მოედინებიან უწყვეტ ნაკადად, მოაქვთ ჩემი ქვეყნის დიდება, პატივი, სიწმინდე და სიყვარული! მოდიან ამაყად უფლის ერთგული ჯარისკაცები, სამშობლოს დამცველი რაინდები! მოდიან მრავალშვილიანი მშობლები ხელში ატატებული ჩვილებით! მოდიან ქართველი ქალები ჯვრებით, დროშებით!
რამდენი წლის განმავლობაში თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება სულ სხვა რამეს "ასწავლიდა" მათ, ასწავლიდა, რომ ნარკომანია კარგია, რომ რაღა დროს ეკლესია და სამშობლოა, რომ ოჯახის ერთგულება ბნელების მოგონილია, რომ ქართველობა სირცხვილია, რომ "თავისუფლება" უღმერთობა და უსამშობლოობაა! რომ ასე აზროვნებაა დღეს მოდაში მთელ მსოფლიოში და ჩვენ კი ჩამოვრჩით!
ისინი კი... ისინი... ნახეთ, როგორ მოდიან?! ხატები გულში ჩაუკრავთ, ნინოს ჯვარი წაუმძღვარებიათ... ლოცვით და გალობით... უფალს მინდობილები...
დროა, ყველამ გაიგოს: საქართველო აქ არის! მას ვერაფერი და ვერავინ გადააჯიშებს! აქ არიან ჩვენი შვილები - ისევ ქართველები, ისევ უფლის რწმენაში მყოფნი! ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ აქ ყოფნით, რომ "ენა, მამული და სარწმუნოება" აქვთ ფარად წინაპარივით და ბოლომდე გაიტანენ ლელოს, თუნდაც მთელი სამყარო დადგეს ამ ღირებულებათა წინააღმდეგ!
უფალმა დაგლოცოს, ჩემო საქართველო! ასე ვიაროთ, ქართველებო, ქვეყნის დიდი მომავლისკენ, თავისუფლებისკენ, სიყვარულისკენ!

წიგნი
წყარო
მეათე სტუდიის გამოშვებებში დროდადრო საქართველოში გამოცემული ახალი წიგნების შესახებ გიამბობთ. დღეს ოთხ ასეთ წიგნს გავეცნობით, ოთხივეს ავტორი ქალია.
ბოლოს როდის წაიკითხეთ რამე საინტერესო? და წიგნების მაღაზიაში ახალ გამოცემებს როდის გადახედეთ? ახლა არ თქვათ, რომ ინტერნეტსივრცეში ყველაფრის პოვნა შეიძლება. რა სჯობია წიგნის მაღაზიების თაროების ჩამოვლას, ახალი წიგნების ქაღალდისა და საღებავის რაღაცნაირ სუნს. ჯერ ყდას შეაფასებ, მერე სარჩევს ჩახედავ - აბა, როგორ მთავრდება... აბა, რით იწყება... დღეს რამდენიმე ახალ წიგნზე გიამბობთ, რომელიც წელს გამოვიდა და გამოდის. ნახეთ, იქნებ რომელიმე თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.
ნეტავ რა ვძოვეთ,
რა იონჯა,
შვრია,
რა ქერი,
ან რა უცნაურ საიდუმლოს
ფაფრით დავები,
რომ ნაწვიმარზე მომრავლებულ
სოკოებივით
ცხენის ტანებზე ამოდიან
კაცის თავები.
ეს ნაწყვეტია დიანა ანფიმიადის ლექსიდან „კენტავრის შესახებ“, რომელიც სხვა 55 ლექსთან ერთად შევიდა მის ახალ კრებულში, სახელწოდებით „კონსპექტური მითოლოგია“.
Wednesday, December 12, 2018
Tuesday, December 11, 2018
ყავა
წყარო;
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, 1500 კგ. მოხალული ყავის მარცვლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაზრო ღირებულებამ 15450 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა
კუფდარი
მასალა:
1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.ჭ. ანადუღარი წყალი
1 ს.კ. ზეთი
სასურველი ხილის ჯემი
ზეთი შესაწვავად
თბილ წყალს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი და შეაზილეთ ფქვილი ისე, რომ თხელი არაჟნის სისქის ცომი მიიღოთ. ცხელ ტაფაზე მოზრდილი კოვზით დაასხით ცომი და ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცომი მასზე თანაბრად გაიშალოს. ბლინი შეწვით მხოლოდ ცალი მხრიდან და გადმოიღეთ. ასე ამზადეთ ბლინები მანამ, სანამ ცომი გეყოფათ.
თითოეული ბლინის შემწვარ მხარეს სუფრის კოვზით დადეთ ჯემი, შეახვიეთ მუთაქის ფორმით და შეწვით ყველა მხრიდან.

Subscribe to:
Posts (Atom)
-
მასალა: 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი 1 ჩ.ჭ. ანადუღარი წყალი 1 ს.კ. ზეთი სასურველი ხილის ჯემი ზეთი შესაწვავად თბილ წყალს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეთ...
-
წყარო 18.05.2018 მოდიან, მოედინებიან უწყვეტ ნაკადად, მოაქვთ ჩემი ქვეყნის დიდება, პატივი, სიწმინდე და სიყვარული! მოდიან ამაყად უფლ...
-
წყარო ; შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მი...